შინაური ცხოველების მსოფლიო ინდუსტრია 2030 წელს ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს

ევროპის ქვეყნებში 2020 წლიდან შინაური ცხოველების მფლობელობა 50%-ზე მეტით გაიზარდა. ცხოველების ყოლის მაჩვენებლის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.
გამოცემა The Exchange ფოკუსირებულია მრავალმილიარდ დოლარიან შინაური ცხოველების ინდუსტრიაზე. გამოცემის თანახმად, ადამიანები თანდათან კიდევ უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთ საყვარელ შინაურ ცხოველებზე, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ამ ინდუსტრიის აყვავების მიზეზია.
გამოცემის თანახმად, ეკონომიკის ეს სექტორი სწრაფად იზრდება და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ის ნახევარი ტრილიონი დოლარი იქნება.
შინაური ცხოველების ინდუსტრიის ერთ-ერთი სფერო, რომელიც მნიშვნელოვან ზრდას განიცდის, არის შინაური ცხოველების კვების ინდუსტრია. ჯეფ ჰამილტონმა, Nestlé Purina Petcare Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განმარტა, რომ როდესაც ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მათ მიერ მიღებულ საკვებს, იგივე მიდგომა ვრცელდება შინაურ ცხოველებზეც.
გარდა ამისა აქტიურად ვითარდება შინაურ ცხოველებზე ზრუნვის ცენტრები, სადაც ცხოველებს ცენტრის თანამშრომლები უვლიან, როცა მათი პატრონები სამსახურში არიან.

ასევე დაგაინტერესებთ