ზურაბ ფარჯიანი: მგონი არანაკლები უბედურება აღმოვაჩინე “BBC”-ის სტატიაში

“მგონი არანაკლები უბედურება აღმოვაჩინე “BBC”-ის სტატიაში.
ამ სტატიაში წერია მეორე ნივთიერებაც – “Chemical liquid UN1710” და ამ ნივთიერებაზე არავინ არაფერს ამბობს.
სტატიაშივე წერია, რომ ეს ნივთიერება არის ტრიქლორეთილენი (TCE), გამხსნელი, რომელიც გამოიყენება რათა სხვა ქიმიური ნივთიერებები უკეთ გაიხსნას წყალში.
ინტერნეტში ინფორმაციის ზერელე მოძიებაც კი გვეუბნება, რომ ეს ნივთიერება იწვევს ჯანმრთელობის უდიდეს პრობლემებს.
ტრიქლორეთილენი არის ცნობილი კანციროგენი (კიბოს იწვევს) და მისი გამოყენება ადამიანებთან მიმართებაში დაუშვებელია.
● კლასიფიცირებულია, როგორც ადამიანის კანცეროგენი (იწვევს თირკმლის კიბოს; ასევე დადგენილია ამ ნივთიერების კავშირი ღვიძლის კიბოსთან, ლიმფომასთან და პარკინსონის დაავადებასთან).
● ამ ნივთიერებამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე, თირკმელებსა და იმუნურ სისტემაზე.
● ამ ნივთიერების ორთქლის შესუნთქვაც ასევე საშიშია;
● და ასევე პრობლემაა მიწისქვეშა წყლებისა და ნიადაგის დაბინძურება ამ ნივთიერებით.
მოკლედ, “კამიტს” მგონი დიდად არაფრით ჩამორჩება, მაგრამ მე არ მაქვს რამე კომპეტენცია ქიმიაში და ვინმე ჩემზე კომპეტენტური იქნებ დაინტერესდეთ ამ საკითხით.
“სიკეთით სავსე ქალაქი”
“არა – ომს; კი – მშვიდობას” 🙂” – წერს ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტი” გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?