ანანო ბაკურაძე: არ დაველოდებოდი ამ შედეგებს, რომ არ მეყურებინა ამ ფილმისთვის და არ წამეკითხა ეს კვლევა. ახლა ველოდები, იმიტომ რომ ვიცი, ვინც მოიგებს

ანანო ბაკურაძე, ჟურნალისტი:
ვფიქრობ, რომ ბევრმა არ უყურა BBC EYE-სის მომზადებულ დოკუმენტურს თავიდან ბოლომდე. 1 საათიანი სატელევიზიო დოკუმენტურია, რომელიც იხსენებს მთელ განვლილ ერთ წელს და კონკრეტულად ფოკუსი არის წყლის ჭავლის მანქანებში შესაძლო ნივთიერებების გარევასთან, რამაც გამოიწვია ადამიანებში სახის დაწვა, ალერგია, სუნთქვის გაძნელება და ასე შემდეგ თვეობით. ჩაწერილი ჰყავთ ადამიანები აქციიდან, ასევე გამოყენებული აქვთ საარქივო მასალა – ქართული ოცნების წევრების განცხადებების სახით. საკმაოდ დიდი და დეტალური ნამუშევარია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრიტანელი მთხრობელი განმარტავს ვინ არის ტიტუშკა, ვინ არის ხარება და ასე შემდეგ.
ჩვენს აწ უკვე უსტანდარტო ქვეყანაში ალბათ არ იცით, მაგრამ როცა ტელევიზია ტელევიზია იყო და მე ვმუშაობდი, ყველა საგამოძიებო თემა, სადაც პოტენციური ჩივილის საფრთხე იკვეთებოდა, იურისტთან გავდიოდით ტექსტს, რათა საქმის აღძვრის შემთხვევაში მინიმალურზე ყოფილიყო დაყვანილი ყველანაირი რისკი.
ახლა წარმოიდგინეთ BBC-ის სტანდარტი.
დოკუმენტურ კინოსა და დოკუმენტურ სატელევიზო ფილმებს შორის ზუსტად ეს სხვაობაა, დოკუმენტურ კინოს აკეთებს რეჟისორი, სატელევიზო დოკუმენტურს აკეთებს ჟურნალისტი, რეჟისორს იცავს ხელოვნების სტანდარტები, რაც მოიცავს გამოხატვის ფორმის მისეულ ვერსიას, ხელოვნებით გამართლებას ამა თუ იმ სცენის და ასე შემდეგ, ჟურნალისტს კი არ იცავს ხელოვნება, რადგან ძალიან ზუსტია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, არანაირ მაღალ ხელოვნებასთან არ გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს სახიფათო თემასთან, თემასთან რისი გამოაშკარავებაც სხვას არ უნდა, ფაქტებთან, ამ ფაქტების ასოც წყაროსთან გადამოწმებასთან და უდიდეს რისკებთან, რაც სასამართლოდან დაწყებული, სიცოცხლის საფრთხის რისკის შემცველიც შეიძლება იყოს. გააჩნია რა ქვეყანაში ხარ ჟურნალისტი და რა თემას ეხები.
მე მაგიტომ მიყვარს დოკუმენტალისტები, რომლებსაც ჟურნალისტის წარსული აქვთ, სხვანაირად გძნობენ ამბავსაც და სხვანაირად ჩადიან დეტალებშიც. ძირითადად ასეც ხდება ხოლმე.
შეიძლება იყოს ჟურნალისტიკაში რაიმე სახის უზუსტობა, ზედაპირულობაც, ეს ახასიათებს სწრაფ ჟურნალისტიკას, თუმცა არა ანალიტიკურ ჟურნალისტიკას, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე.
ეს სატელევიზიო ფილმი იცით რითი იწყება? რუსთაველზე ძირს დაცემულ ბიჭს, რომ სახეში წიხლს ურტყამენ რამდენჯერმე, აი, მაგ ბიჭის ინტერვიუთი და მაგ არქივის კადრებით.
ხმა, რომ გამოურთო მთელ ამ ფილმს მიხვდებით, რომ სახელმწიფო ხალხის წინააღმდეგაა. აი, ვერ გაიგეთ ვითომ ამ
ნივთიერებებზე, არაფერს მოუსმინეთ, მხოლოდ ამ 1 წლის კადრებს, ასე სისტემურად და სწორად დალაგებულს უყურეთ. ყველაფერი, ისედაც ცხადია. უხმოდ. მხოლოდ გამოსახულებით.
ასევე მე არ ვარ ექიმი, მაგრამ წავიკითხე პედიატრი ძმების კვლევა, მე რაც გავიგე არის ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ წყალი. ისინი არ ამტკიცებენ, რომ რაიმე კონკრეტული ნივთიერება იყო ამ წყალში, უბრალოდ ამ
კვლევით დასტურდება, რომ რაღაც ნივთიერება იყო შერეული, რადგან მხოლოდ წყალი ვერ გამოიწვევდა ალერგიას, წვას და სხვა სიმპტომებს.
ძალიან ველოდები გამოძიების შედეგებს, არა საქართველოს სასამართლოში, არამედ რომელიმე განვითარებული ქვეყნის უზენაეს სასამართლოში. არ დაველოდებოდი ამ შედეგებს, რომ არ მეყურებინა ამ ფილმისთვის და არ წამეკითხა ეს კვლევა. ახლა ველოდები, იმიტომ რომ ვიცი, ვინც მოიგებს :))