რატომ მოკლეს 18 წლის ბიჭი – “კურიერმა” დმანისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია

“კურიერმა” დმანისში, სოფელ ჰამამლოში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გაარკვია. თუ მანამდე კონფლიქტის დაწყების მიზეზად ფინანსურ საკითხს ასახელებდნენ, ადგილობრივები დღეს უკვე ახალ მოტივზე – ბულინგზე აკეთებენ აქცენტს.
როგორც ისინი “კურიერთან” საუბრისას აცხადებენ, გუშინ, საღამოს საათებში, თანასოფლელები “სახლში დაადგნენ” 18 წლის ბიჭს და ქუჩაში გაიყვანეს, რა დროსაც დაიწყო ურთიერთშელაპარაკება.
ადგილობრივების თქმით, საქმის გარჩევაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
ახალგაზრდა კაცს რამდენიმე ადამიანი აკავებდა, რა დროსაც 15 წლის მოზარდმა 18 წლის კაცს, ცივი იარაღით, გულმკერდის არეში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, – ამბობენ ადგილობრივები.
სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
15 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. მას ადგილობრივები დადებითად არ ახასიათებენ და ამბობენ, რომ, ბულინგთან დაკავშირებით, დაკავებულს პრობლემები სკოლაშიც ჰქონდა.
არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების პროცესში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავონ. სავარაუდო მკვლელი უკვე გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ბრალის დაზუსტებას ელოდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ