უკრაინელი პარტიზანების ინფორმაციით, სევასტოპოლში კიდევ ერთი რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდი ჩაიძირა

დადასტურებულია კიდევ ერთი რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდის განადგურება – უკრაინელი პარტიზანების ინფორმაციით, სევასტოპოლში რუსული სანაპირო დაცვის ხომალდი „ტარანტული“ ჩაიძირა. მათ ჩაძირული ხომალდი სადაზვერვო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს. პარტიზანები ვარაუდობენ, რომ გემი რამდენიმე კვირის წინ საზღვაო დრონების შეტევის დროს აფეთქდა და ჩაიძირა. ს მხარეს ამ გემის განადგურების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ყირიმში დისლოცირებულ რუსულ ფლოტზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლო დროს რეგულარულ შეტევებს ახორციელებენ, რისთვისაც საზღვაო და საჰაერო დრონებს, რაკეტებს და ავიაციას იყენებენ.