მიხეილ ყაველაშვილმა გომელაურის დაკითხვა დააანონსა

მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაურის დაკითხვა დააანონსა.

როგორც მან BBC-ის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ვახტანგ გომელაურიც გასცემს სრულყოფილად პასუხს ყველაფერზე, გამოძიება დაწყებულია , – თქვა მან.

1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტი” გამოიყენა