მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში

ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში. ტერორისტული აქტია, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, დაკვეთა იყო, როგორც ალეკო ელისაშვილის, ასევე, BBC-ის მიმართ.
“არც განსხვავება არ არის. მაგალითად, გრიგორიადისთან დაკავშირებით ხომ? ხომ ხედავთ, როგორი გმირი შექმნეს გრიგორიადისით, რომელმაც პირდაპირ, ყველას თვალწინ სცადა პოლიციელის დაწვა, მოლოტოვის კოქტეილებით. ხომ ნახეთ, როგორ გმირად წარმოაჩინეს, დღეს ვის ახსოვს გრიგორიადისი, მაშინ იყო საჭიროება, რომ ეს ადამიანი გაეჩერებინათ. ასე იქნება მზია ამაღლობელზე, ასე იქნება ალეკო ელისაშვილზე. ვერ გადაწყვიტეს ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით რა გააკეთონ შეფასება, მაგრამ მისი ქმედება…. ამიტომ არის მნიშვნელოვანი , რომ მაშინ, როდესაც პარლამენტი მოიქცა მიზანმიმართულად, ეს არ იყო აფექტით გამოწვეული ქმედება, სწორედ ასეთი ადამიანები არიან საჭირო იმ ძალების მხრიდან, რომელმაც ჩაიფიქრა საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი დავარქვათ ამას. გაიხსენეთ ევროკომისრის, ვარჰეის საუბარი ბატონ კობახიძესთან. გახსოვთ? – მანაც მიუთითა ფიცოს თემა. ფიცო სიკვდილს რომ გადაურჩა. [თავდამსხმელი] სწორედ ამდაგვარი პერსონაჟი იყო,როგორც ალეკო ელისაშვილი, არ არის გამორიცხული ეს იყოს მოტივაცია – მისი ქმედება. ამასაც აქვს მნიშვნელობა, იძლევა ეს იმ ეჭვის საფუძველს, გადამდები გახადოს… ვერაფრით უზრუნველყვეს ვერც პროტესტი, დადიან და ითვლიან დღეებს – არა საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ გარეთ, ვინც ავალებს ამ ყველაფერს, მათთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ აქ პროტესტი ცოცხლობს. მათ აძლევენ ამ დაკვეთას, ეს დაკვეთა იყო დარწმუნებული ვარ, ელისაშვილის მიმართ, ეს დაკვეთა იყო BBC-ის თემაში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება