შალვა პაპუაშვილი – ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით – პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ინდოეთში. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის მიზანია, რომ ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს ბიძგი მისცეს. იმედი მაქვს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოში გვეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან დიდია პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, რომ შუა დერეფნისთვის გამოიყენოს.
,,ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, რომ გამოიყენოს შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია. ამ მხრივ, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. კერძოდ, კომიტეტებს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და საქართველოში ინდოელი კოლეგები მოვიწვიეთ, რათა საგარეო და დარგობრივ კომიტეტებთან ერთობლივი სხდომები გაიმართოს. საკანონმდებლო ჩარჩოზე ვისაუბრეთ, რომელიც არსებობს და რომელმაც უნდა წაახალისოს, მათ შორის შუა დერეფნის გამოყენება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს