გიორგი ლუბარეცი: თუ აღიარებ, რომ წყალში რაღაც იყო გარეული და თუ გარეული ნივთიერება საზიანო არაა, ყველა მოტივაცია გაქვს, რომ ზუსტად, ყველანაირი ორაზროვნების გარეშე თქვა, თუ რა იყო

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი: 

თუ წყალში არაფერი საშიში არ ყოფილა გარეული, ოცნება სტატიის გამოქვეყნებიდან პირველივე საათში იტყოდა ამას. მაგრამ მეორე დღეა, ხან ამბობენ, რომ რაღაცების გარევა ჩვეულებრივი ამბავია, ხან ძველ მინისტრს აგორებენ და ადასტურებინებენ, რომ ეს ნივთიერება მართლა ჰქონდათ, მერე ჯეკას აგორებენ, სადაც ამბობს, რომ წინა მინისტრს შეეშალა და სხვა ნივთიერებაზეა საუბარიო.
მეორე დღეა, ოცნება ირიბად ადასტურებს, რომ წყალში რაღაც იყო გარეული, მაგრამ არ ადასტურებს, თუ რა.
ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზი რომ ყოფილიყო გარეული, ამასაც პირდაპირ იტყოდნენ, რადგან არც აკრძალულია და თან “გარყვნილ ევროპაზე” შეტევის სივრცესაც ხსნის – რადგან განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება ხოლმე ასეთი, ნაკლებად საზიანო ნივთიერებების შერევა წყალში.
როდის გინახავთ, რომ ოცნება დასავლეთზე ვოთებაუთიზმის შანსს მაზავს? ან როდის გინახავთ ასეთი არეულები?
ლოგიკურად, ქოცების ქცევის მიხედვით, სულ რამდენიმე რეალისტური შესაძლებლობაა:
1. გამოიყენეს კამიტე სრული გააზრებით, რომ ის აკრძალული და ხანგრძლივი ზიანის გამომწვევია.
2. გამოიყენეს კამიტე, მაგრამ ყველამ არ იცოდა, რა იყო, ამ სტატიის შემდეგ გაიგეს და არ იციან, რა გააკეთონ.
3. სხვა ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც ასევე აკრძალულია და ისეთივე დამაზიანებელი, ან კამიტეზე უარესი ეფექტი აქვს.
სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. თუ აღიარებ, რომ წყალში რაღაც იყო გარეული და თუ გარეული ნივთიერება საზიანო არაა, ყველა მოტივაცია გაქვს, რომ ზუსტად, ყველანაირი ორაზროვნების გარეშე თქვა, თუ რა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ