მიხეილ სარჯველაძე და გივი მიქანაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტებს შეხვდნენ.
პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ სტუდენტებს ახალი პენიტენციური კანონი გააცნო.
„პარლამენტის წევრებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტები პარლამენტში სასწავლო ვიზიტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მოწვევით იმყოფებოდნენ.
სტუდენტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში საექსკურსიო ტური მოეწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე