შალვა პაპუაშვილი – განათლების რეფორმას ქართველი ხალხის დაკვეთით ვასრულებთ

განათლების კონცეფციას, რომელიც დღეს იქნა გასაჯაროებული, აქვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა – ზუსტად ეს არის განათლების რეფორმა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთით ვასრულებთ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხალხის მანდატით ატარებს.
„ზუსტად ამას დავპირდით ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს საპარლამენტო ს წინ, რომ განათლების რეფორმა იქნებოდა პრიორიტეტი და ზუსტად ამას დაუჭირა მხარი ჩვენმა ამომრჩეველმა. უმაღლესი განათლება, ზოგადი განათლება, ყველა ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსურად და პარალელურად მოხდეს ამ მიმართულებების რეფორმა, იმიტომ, რომ ერთმანეთი უნდა შეავსონ და ერთმანეთის გაგრძელებაა. ასე რომ, კონცეფციას, რომელიც დღეს იქნა გასაჯაროებული, აქვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა. მთავარი მაინც ყოველთვის არის შინაარსი და ზუსტად ეს კომპლექსური შინაარსობრივი მიდგომა იქნა წარმოდგენილი, როგორც სახელმძღვანელოების მიმართ, ისე განათლების მიღების ხანგრძლივობის მიმართ, ისე სასკოლო დისციპლინის მიმართ, სკოლაში მოსწავლეების ყურადღებისა და სწავლაზე კონცენტრირების საკითხებზე, ასე რომ, ზუსტად ეს არის განათლების რეფორმა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთით ვასრულებთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?