ვენეციის კომისია შეხვედრებს განაგრძობს – დელეგაციის ერთი ჯგუფი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მეორე კი უმრავლესობის წევრებს ხვდება

ვენეციის კომისია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. დელეგაციის ერთი ჯგუფი ამ წუთებში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მეორე კი უმრავლესობის წევრებს ხვდება. უკვე გაიმართა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის წევრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
“დღეს ჩვენ ვხვდებით მათ, რათა განვმარტოთ მათთვის საინტერესო საკითხები და ვუპასუხოთ კითხვებს. დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებას, რითაც, რეგულირდება ცესკო-ს წევრების არჩევის კვორუმი, ნაცვლად 76 ხმით არჩევისა, პირველ ჯერზე, იქნება 90 ხმით არჩევის შესაძლებლობა გათვალისწინებული და შემდგომ, თუ ეს კვორუმი ვერ იქნება მიღწეული, 76 ხმით არჩევა იქნება უზრუნველყოფილი,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა