ბაჩიაშვილს ყველანაირი საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ეკეთებინა, მან კი ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა. ამიტომ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს ედავებიან მთლიანად ჯდება ამ სურათში

ბაჩიაშვილს ყველანაირი საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ეკეთებინა, მან კი ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა. ამიტომ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს ედავებიან მთლიანად ჯდება ამ სურათში
ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველანაირი საშუალება მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი, ჰქონოდა შემოსავალი. შესაბამისად ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
მათ შორის ეკეთებინა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მან ეს ყველაფერი გამოიყენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ეს საშუალება მას მისცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „მტკვარ ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში ჩატარებულ პროცესთან დაკავშრებით საუბრისას განაცხადა. წილოსანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე რომელზეც ედავებიან გიორგი ბაჩიაშვილს ზუსტად ჯდება მთლიან სურათში.
„რა თქმა უნდა მე გამიჭირდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ვთქვა რაიმე დეტალი, არც მაქვს ამისი უფლება, თუმცა ჩემთვის ბაჩიაშვილის მორალური სახე ძალიან ნათელია. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველანაირი საშუალება მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი ძალიან მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი, ჰქონოდა შემოსავალი. შესაბამისად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მათ შორის, ეკეთებინა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მან ეს ყველაფერი გამოიყენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ეს საშუალება მას მისცა. ამიტომ ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს ედავება, რომ მან უფლებამოსილება ან არასათანადოდ შეასრულა, ან ცუდადა გამოიყენა, მავნებლური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, მთლიანად ამ სურათში ჯდება, თუმცა რა თქმა უნდა, ცალკე საქმეა. როგორც ვიცი უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა უკვე გადასული და ალბათ გაცილებით მეტ პასუხს გასცემს ვიდრე ჩემი კომენტარი.“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე: დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ