„ევროპული სოლიდარობის“ პარტიამ მთავრობის გადადგომისა და სთან შეხვედრის მოთხოვნით რადას ტრიბუნა დაბლოკა

„ევროპული სოლიდარობის“ პარტიის ფრაქციამ უმაღლესი რადას ტრიბუნა დაბლოკა და მთავრობის გადადგომა და პრეზიდენტ სთან შეხვედრა მოითხოვა.
„ქვეყანა სამმაგ კრიზისშია – კრიზისი ფრონტის ხაზზე, კორუფციის კრიზისი და კრიზისი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პარტნიორებთან ურთიერთობებში“, – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა, მ.
მისი თქმით, პარლამენტის გადასაწყვეტია, შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ კრიზისის დაძლევას.
„პირველ რიგში, ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავრობის გადატვირთვისა და ახალი კოალიციის ფორმირებისთვის. მეორეც, ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ მთავრობიდან ყველა ის პირი, ვინც ერმაკ-მინდიჩის ჩანაწერებში ფიგურირებს. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავათავისუფლოთ ისინი და არა მხოლოდ კორუფციის გამო, არამედ იმათთვისაც, ვინც ზეწოლა მოახდინა სამართალდამცავ ორგანოებზე, რათა უზრუნველყოფილიყო ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების, აქტივისტებისა და ოპოზიციის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა. ვითხოვთ სასწრაფო შეხვედრას ზელენსკისთან მისი დაბრუნებისთანავე, რათა ერთობლივად გავიზიაროთ და შევიმუშაოთ სტრატეგია სამშვიდობო პროცესისთვის“, – აღნიშნა პოროშენკომ.