„ფედერალისტების“ წევრის, ექიმ ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, პარტიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული ისტორიებით დასტურდება მოქალაქეების ორგანიზმში ჯანმრთელობის ცვლილებები არა მხოლოდ აქციების დარბევის დღეებში, არამედ შემდგომ პერიოდში.
როგორც ექიმი აღნიშნავს, სახელმწიფო ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს, რა გაზი იყო გამოყენებული, რადგან ასეთ დროს არსებობს პროტოკოლი, სადაც იწერება ყველაფერი, თუ რა ნივთიერებები იქნება გამოყენებული.
„შევსებული კითხვარით დასტურდება, რომ არამარტო იმ მომენტში [აქციის დარბევისას] ხდებოდა გარკვეული ცვლილებები, როგორც სასუნთქ ორგანოებში, ასევე გულსისხლძარღვთა და მხედველობის, ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც განვითარდა ქრონიკული გართულებები.
ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, აუცილებლად ჩაატარებდა კვლევას, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად. ამის გარდა, სახელმწიფო ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს, რა გაზი იყო გამოყენებული, რადგან ასეთ დროს არსებობს პროტოკოლი, სადაც იწერება ყველაფერი, თუ რა ნივთიერებები იქნება გამოყენებული. იმის გამო, რომ დამოუკიდებელმა ექიმებმა ჩაატარეს კვლევა, სუს-მა დაიწყო გამოძიება მათ წინააღმდეგ“, – თქვა ზურა სიხარულიძემ.




