ბელგიაში პოლიციამ ფედერიკა მოგერინი დააკავა

ბელგიაში პოლიციამ ევროპის კოლეჯის რექტორი, ფედერიკა მოგერინი დააკავა, – ინფორმაციას გამოცემა „ფრანს-პრესი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, პოლიციამ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი, ფედერიკა მოგერინი კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.
პოლიციამ მოგერინის გარდა კიდევ ორი პირი დააკავა.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Euractiv-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს წინასწარ ჰქონდათ, თუ არა ინფორმაცია ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დაფინანსების მიზნით საჯარო ტენდერის გამოცხადების შესახებ.
გამოძიება ევროპის კოლეჯის მიერ ბრიუგეში 3.2 მილიონი ევროს ღირებულების შენობის შეძენის გარემოებებს იკვლევს, რომელშიც ის დიპლომატები ცხოვრობენ, რომლებიც კოლეჯში სწავლობენ. გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ კოლეჯმა შენობა 2022 წელს შეიძინა, იქამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ტენდერს გამოაცხადებდა და შემდეგ კოლეჯს დაფინანსების სახით 654 000 ევროს გადასცემდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა, უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო – ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს – არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება