საარჩევნო პროცესები, ანტიკორუფციული მიმართულება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმირება – ვენეციის კომისიის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ვენეციის კომისიის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ. ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ყურადღება გამახვილა საარჩევნო პროცესებზე, ანტიკორუფციულ მიმართულებაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმირებაზე.
ვენეციის კომისიის წევრები საკუთარ პოზიციას დღის ბოლოს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დააფიქსირებენ.
პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ კომისიის წევრებს გარკვეული კრიტიკული კითხვები ჰქონდათ და ოპოზიციის წევრების აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო.
“ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ინსპექტორისა და ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობას და დამოუკიდებლობის გარანტიებს. ამ მიმართებით, მათაც გარკვეული კრიტიკული კითხვები აქვთ და ოპოზიციის აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო. ასევე, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით იყო კითხვები. ერთი სიტყვით, ვენეციის კომისიას აინტერესებს, თუ როგორ შესრულდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტები, რა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებას მიეცეს საშინაო დავალება, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი წარმატებით მიიღოს,” – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე იმ თემებზე საუბრობს, რომელზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება.
“ჩვენ ვისაუბრეთ -ს შემადგენლობის ცვლილებაზე, არჩევის წესის ცვლილებაზე, პრეზიდენტს რომ ჰქონდა ეს უფლებამოსილება და როგორ შეცვალა ეს “ქართულმა ოცნებამ” და ბუნებრივია, მთავარი თემა იყო, რამდენად ცდილობს “ქართული ოცნება” დაიქვემდებაროს ყველა ინსტიტუცია,“ – აცხადებს ხათუნა სამნიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა საარჩევნო კოდექსზე.
“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საარჩევნო კოდექსზე, რომელიც შეიცვალა ბოლოს, რამდენჯერმე. ცვლილებებში არ არის ასახული ის რეკომენდაცია, რომელიც იყო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციამდე გაცემული. ახლა არის უკვე დათქმაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო, რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!

როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში – ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან