ალიკანტეში თვითშემოქმედებითი კოლექტივების ერთობლივი საღამო გაიმართა

28 ნოემბერს, ქალაქ ალიკანტეში თვითშემოქმედებითი კოლექტივების ერთობლივი კულტურული საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ქართულ დიასპორასთან არსებული ანსამბლი მონაწილეობდა.
„ამ საღამომ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, თუ რა არის ერთობა, შემოქმედება და სიყვარული საკუთარი ფესვების მიმართ. წინ უამრავი საინტერესო პროექტი, ახალი ინიციატივა და გასტროლი გველის.
გულით ვუსურვებთ ჩვენს დიასპორას შთაგონებას და იმ მუხტის შენარჩუნებას, რომელიც საკუთარ კულტურას არ გვავიწყებს და სამშობლოს სიყვარული მუდამ თან გვდევს“, – ნათქვამია ალიკანტეს ქართული სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.