-ს სურს სთვის თავისი აქტივების დაბრუნება უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ – Politico

ევროკავშირის სანქციების საკითხებში წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის, ვაშინგტონში ამ ზაფხულს ვიზიტის დროს, -ის ოფიციალურმა პირებმა მას უკრაინის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სთვის გაყინული აქტივების დაბრუნების გეგმების შესახებ აცნობეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა იხსენებს, აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი პროექტი მოიცავდა 100 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივების გაგზავნას „უკრაინის აღდგენისა და მის ეკონომიკაში ინვესტიციების“ მცდელობებისთვის აშშ-ის ეგიდით. „პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები აღშფოთებულნი იყვნენ აშშ-ის მიერ აქტივების ნაწილის აღების პერსპექტივით.
ცნობისთვის, რუსეთის გაყინული აქტივები ევროკავშირში დაახლოებით 210 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. აქედან დაახლოებით 185 მილიარდი ევრო ბელგიის საცავ Euroclear-ში ინახება.