მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით, კარგია, რომ მათ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს აღნიშნული პროექტი

მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით, კარგია, რომ მათ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს აღნიშნული პროექტი
კარგია, რომ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის “ორმხრივი ინტერესის პროექტის” სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო აქტიურად არის ჩართული მისი პირველი ფაზის განხორციელებაში.
„შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, აქტიურად ვართ ჩართულები აღნიშნული პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში. წინასწარ ხდება ვითარების შესწავლა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით. კარგია, რომ მათ საკუთარი საინტერესო პროექტების ნუსხაში, ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს ეს პროექტი,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე: დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია

რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რაც არასწორია, ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს

„ბი-ბი-სი”-სთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია