ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა

ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა
ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს, ასეთ სიცრუეს ავრცელებს.
„უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე გაავრცელებს შინაგან საქმეთა მინისტრი, , მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია, არ შეიძლება, BBC-ი, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ „ფეიქ“ ტელევიზიები საქართველოში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, „ბიბისიმ“ ამ შემთხვევაში, რაც არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი არის ყველაფერი მეორეხარისხოვანი. როდესაც BBC-ი კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე გაავრცელებს ინფორმაციას და მოგაწვდით კიდევ ერთხელ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ“.
თავისთავად, ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა. პირველ რიგში, ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს. რაც შეეხება კონკრეტულ დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შსს დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა „ბიბისიმ“. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე, „ბიბისიმ“ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრი გაგიზიარებთ ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე: დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია

„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ