ს საგარეო დაზვერვა – საფრანგეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას კვლავ ცდილობს

საფრანგეთი აგრძელებს უკრაინის კონფლიქტში პირდაპირი ჩარევის ვარიანტების ძებნას, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ს საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს.
„საფრანგეთს ერთი სული აქვს ში თავისი ჯარები გაგზავნოს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათი მტკიცებით, ამისკენ არის მიმართული მთავრობის ბოლოდროინდელი დეკრეტი, რომელიც „შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში მყოფი მესამე ქვეყნის“ დასახმარებლად კერძო სამხედრო კომპანიის გამოყენების საშუალებას იძლევა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ ს საჰაერო თავდაცვის მობილური ჯგუფები და შეზღუდული რაოდენობის F-16-ები ვერ ახერხებენ რუსული საჰაერო სამიზნეების მოგერიებას, ხოლო ფრანგული Mirage-ის ტიპის გამანადგურებლების დაუფლებას დრო და მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება. უწყების მტკიცებით, ამ ვითარებაში, კიევს დასჭირდება უცხოური კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც შეიარაღებული იქნებიან თანამედროვე დასავლური, პირველ რიგში ფრანგული, იარაღით.
„თუმცა, პარიზმა არ უნდა მოიტყუოს თავი იმით, რომ ამით ის ხელებს იხსნის და ამავდროულად თავს არიდებს კონფლიქტში მისი სამხედროების მონაწილეობაზე პასუხისმგებლობას“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.
უწყების მტკიცებით, მოსკოვი ფრანგული კერძო სამხედრო კომპანიების ში ყოფნას საფრანგეთის კონფლიქტში პირდაპირ ჩართულობად ჩათვლის და ამ შემთხვევაში, ეს ჯგუფები რუსული არმიის მთავარი ლეგიტიმური სამიზნე გახდებიან.