ირაკლი კობახიძე თინა ხიდაშელს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს და მას უცხოური გავლენის აგენტად მოიხსენიებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ოცნების” ლიდერი იმ ანგარიშითაა უკმაყოფილო, რომელიც ხიდაშელის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და რომელშიც საუბარი იყო, როგორ ექხმარება საქართველო ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში.
თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი. ქვეყნის ღალატი არ არის მისთვის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს. რაც შეეხება სპეკულაციებს იგივე ვიზიტით თემით, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ ვიზიტში მონაწილეობდნენ ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, თუმცა იქ თინა ხიდაშელებს არ დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით და არც საერთაშორისო თინა ხიდაშელებს დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით. ეს არის სამარცხვინო ღალატი, თქვა კობახიძემ.




