2026 წლის იანვარში დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამასთან, გაგრძელდება შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვა.
„ამ სქემის განხილვა, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში და დიდ ქალაქში განხორციელდა, თუმცა ჩვენ კიდევ დეკემბრის ბოლომდე ვაპირებთ, რომ ეს საკითხი დეტალურად თქვენთან ერთად განვიხილოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავამტკიცოთ. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მასწავლებელს, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოს არა მარტო ლოკალურად, სკოლის დონეზე, არამედ რაიონულ, მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზეც. ამასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვას, რაც მნიშვნელოვანია ამ კონცეფციაში.“- განაცხადა მინისტრმა.




