“დეზინფორმაციაა” – რით ხსნის თბილისი აზერბაიჯანის სატვირთოების ხანგრძლივ შეფერხებას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ქართული და აზერბაიჯანული მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის თამბაქოს ნაწარმის) ბლოკირების შესახებ და “მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას” უწოდებს მას. უწყების ცნობითვე, მკაცრი კონტროლი საბაჟო პუნქტებზე გამოწვეულია იმით “რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით”.
აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Caliber საავტორო სტატიით ეხმაურება ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟოებზე აზერბაიჯანული ტრაილერების ხანგრძლივ შეფერხებას და აცხადებს, რომ ბაქო „უპასუხოდ ვერ დატოვებს“ საკუთარი მოქალაქეებისადმი უღირს დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი მებაჟეების მიერ უხეშობითა და ირონიით გამოიხატება. ქართული მხარის დამოკიდებულების შესაძლო მიზეზი, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ე.წ. ზანგეზურის დერეფანია, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ვაშინტონში სომხეთ-აზერბაიჯანისა და -ს შეთანხმების საგანი გახდა.
“აღნიშნული არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
უწყება აცხადებს, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება.
ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მათ შორის, სგპ. ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები”.
ასევე, როგორც შემოსავლების სამსახური აცხადებს, საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები.
“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. სახელმწიფო საზღვრის დაცვის პრევენციის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციაში არსებული რისკის პროფილების გამოყენებით ტვირთების ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა ფიზიკურ პირებს და კომპანიებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანული ტვირთის შეფერხებაზე ინფორმაცია პირველად რამდენიმე დღის წინ report.az -მა გაავრცელა, რომლის თანახმად, სა და თბილისის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე უკვე 20 დღეზე მეტია აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილები გაჩერებულია.
ერთ-ერთმა სატვირთო მანქანის მძღოლმა, ასლან ქერიმოვმა, Report-ს განუცხადა, რომ პრობლემა მხოლოდ თამბაქოს პროდუქტებით დატვირთულ მანქანებს ეხება – დანარჩენებს თავისუფლად ატარებენ.
მისი თქმით, ქართული მხარე მხოლოდ აზერბაიჯანულ მანქანებს აჩერებს, მაშინ როცა ქართული მანქანები შეუფერხებლად გადიან.
„მიზეზს არ გვიხსნიან და კონკრეტულ პასუხებს არ გვაძლევენ. მივმართეთ საბაჟოს, მაგრამ გვითხრეს, რომ მანქანები ფინანსური პოლიციის კონტროლქვეშ მოხვდა. ამასთან, მანქანები ტრანზიტულ ტვირთს ეზიდებიან და ევროპისკენ მიემართებიან“, – თქვა ქერიმოვმა.
>მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება დაკავების შესახებ – სატვირთოებს უბრალოდ საბაჟოს თანამშრომლები აკვირდებიან. მისი თქმით, მძღოლებთან მოპყრობა უხეშია და კითხვებზე პასუხებს თავს არიდებენ.
Report.az-ის ინფორმაციითვე, აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში ბათუმში განუცხადეს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია აქვთ და პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ.
“საქართველოს აზერბაიჯანის საელჩომაც დაადასტურა, რომ მიიღო წერილობითი მიმართვა და საკითხით დაკავებულია”.
რამდენიმე დღის წინ, 26 ნოემბერს, -ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, “ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები ს წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).