ფონდიდან 480 000 ლარის ( 2 400 000 ერთეული ) პირბადე შევიძინეთ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ფონდიდან 480 000 ლარის ( 2 400 000 ერთეული ) პირბადე შევიძინეთ – ნანუკა ჟორჟოლიანი
ოპოზიციონერი ჟურნალისტი ნანა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების მიზეზად პირბადეების შეძენას ასახელებს. მისი გამოთვლით, მან პირბადეების შეძენაში ფონდიდან 480 000 ლარი დახარჯა, რაც დაახლოებით 2 მილიონ 400 ათას პირბადეს უდრის. “ნანუკას ფონდის დაყადაღების მთავარი მიზეზი პირბადეების შეძენაა. 600 ათას ლარამდე დაიხარჯა თავდაცვის საშუალებებში და აქედან 80% პირბადეების ხარჯი იყო.
ათი ათასობით პირბადე დავარიგეთ და წარმოიდგინეთ ასე რომ არ მომხდარიყო. როგორ უნდა მითხრას მბრალდებელმა რომ არასაჭირო ხარჯი იყო, როცა პირდაპირი გაგებით გვწამლავდნენ“- წერს ნანა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები