რუსული სამთავრობო მედიის, რია ნოვოსტის ინფორმაციით, შავ ზღვაში თავს დაესხნენ რუსულ ტანკერს, რომელიც საქართველოს მიმართულებით მიდიოდა.
რია ნოვოსტი თურქეთის ოფიციალურ სანაოსნო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტანკერს საქართველოში მზესუმზირის ზეთი მიჰქონდა.
გემს, რომელსაც თავს თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში დაესხნენ, დახმარება არ უთხოვია. 13 მეზღვაური თავს კარგად გრძნობს. ტანკერი ამჟამად პორტი სინოპისაგან გადაადგილდება. უცნობია თავდასხმის ტიპი.




