რუსული მედია – ს ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ღამით ორიოლის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ლივნის რაიონში საწვავის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადა კლიჩკოვმა.
ამასთან, ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.