აშშ „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

აშშ „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
აშშ „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.­
აშშ-მა „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მომდევნო 12 თვით, სამხრეთ აფრიკისგან გადაიბარა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პრიორიტეტი რეფორმები და ეკონომიკური ზრდა იქნება.
„ჩვენი პრორიტეტი სამი მთავარი საკითხი იქნება: ეკონომიკური კეთილდღეობა რეგულაციების შემცირებით, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგომომარაგების მიწოდება და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
2026 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტი მაიამიში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“