GCCA-მა სამედიცინო – სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო – სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კერძოდ, საქმე ეხება სს „საქართველოს კლინიკების“ მიერ შპს „გორმედზე“ ერთპიროვნული კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რაც სააგენტოს პოზიციით, კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
„კონცენტრაციაში მონაწილე ორივე სუბიექტის საქმიანობის სფეროს სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდება წარმოადგენს. GCCA-ის მიერ ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ამასთანავე, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ცვლილების მაჩვენებლებიც მცირეა, რაც განსახორციელებელ კონცენტრაციას კონკურენტულ გარემოსთან თავსებადს ხდის.
მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 17 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები