პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ თქვა, რომ რუსებთან შეთანხმება შეუძლებელი იყო მე-19 და მე-20 საუკუნეებში და 21-ე საუკუნეშიც შეუძლებელია. მისივე თქმით, არის მხოლოდ “ტყუილები” და რუსეთს მხოლოდ “სულის გატეხვისა” და “განადგურების სურვილი” აქვს.
ამის შესახებ ნავროცკიმ 30 ნოემბრის ღამით, რუსეთის წინააღმდეგ ნოემბრის აჯანყების 195 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ილაპარაკა.
“ეს არის ასევე გაკვეთილი თანამედროვეობისთვის, ეს არის გაკვეთილი ჩვენთვისაც: მოსკალებთან ვერც მე-19 საუკუნეში, ვერც მე-20 საუკუნეში და ვერც 21-ე საუკუნეში ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება. არის მხოლოდ ტყუილები, სულის გატეხვის სურვილი და განადგურების სურვილი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ, ქალბატონებო და ბატონებო, უნდა ვისწავლოთ და ღრმად გვწამდეს პოლონელი კურსანტების, პოლონელი ოფიცრებისა და პოლონელი გენერლების”. – თქვა ნავროცკიმ.
ცნობისთვის, 30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვიქტორ ორბანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. პოლონეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის ლიდერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.




