,, ეს ეჭვი გაჩდა…” – რას წერს ?

,, ეს ეჭვი გაჩდა…” – რას წერს ?
მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:
,,BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება გამაოგნებელია !
ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის BBC]
ჟურნალისტური გამოძიება ამხელს საქართველოს ხელისუფლებას , რომ 2024 წლის ბოლოს, თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
საქართველო არის ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის (Chemical Weapons Convention) ხელმომწერი სახელმწიფო.
ეს ნიშნავს, რომ საქართველო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრია და უნდა ასრულებდეს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.
ჩვენი კანონმდებლობაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას!!
საერთაშორისო სამართალი უფრო სახიფათოდ განიხილავს ამ ქმედებას და ითხოვს დეტალურ გამოძიებას , რა ზიანი მიაყენა მოქალაქეებს .
ეს ეჭვი გაჩდა , იმდენად მძიმე იყო იმ დღეებში გაზის გამოყენების შედეგები .
აუცილებელია გამოძიების ჩატარება და დამნაშავეების დასჯა თუ ეს დადასტურდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ.
მოვა ეს დროც…“

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)