დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც პოკროვსკისა და ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ პუტინი სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც პოკროვსკისა და ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ ანგარიში მოისმინა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს.
„გენერალმა გერასიმოვმა უმაღლეს მთავარსარდალს მოახსენა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ კრასნოარმიისკისა [პოკროვსკი] და ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის ცნობით, ს არმიის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სხვა მიმართულებებზე ჯარების შეტევითი მოქმედებების შედეგების შესახებაც მოახსენა“.
პესკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უკრაინელ ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.