ეს ფუნდამენტურ უფლებებზე შოკისმომგვრელი თავდასხმაა – ALDE BBC-ის გამოძიებაზე

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) ეხმაურება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
ALDE-ს განცხადებით, ეს არის ფუნდამენტურ უფლებებზე შოკისმომგვრელი თავდასხმა.
ALDE მოუწოდებს პარტნიორებს, შეზღუდონ საქართველოსთვის იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
„ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან BBC-ის დღევანდელი ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც ამხელს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი, პროევროპული დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024 წელს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა. ეს ფუნდამენტურ უფლებებზე შოკისმომგვრელი თავდასხმაა!
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ პარტიებსა და ოპოზიციას, რომლებიც ითხოვენ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას და მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
ბოლო 365 დღის განმავლობაში, რაც აქციები მიმდინარეობს, ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს მამაც ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიული, პროევროპული მომავლისთვის და გავაგრძელებთ ამას“, – ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.