სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად ნუკრი ქანთარია დანიშნეს

რეჟისორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ს დრამატული თეატრის დირექტორობიდან გათავისუფლებული ნუკრი ქანთარია, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს. ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს:
„ალექსანდრე ქანთარიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის სარეჟისორო მიმართულებით.
წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, მათ შორის ს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და თელავის სახელმწიფო თეატრში“