სოხუმის დრამატული თეატრის დირექტორად ნუკრი ქანთარია დაინიშნა

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად ნუკრი ქანთარია დაინიშნა.
ს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს, თეატრის დირექტორის პოზიციაზე ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია წარუდგინა.
„ალექსანდრე ქანთარიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის სარეჟისორო მიმართულებით.
წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, მათ შორის ს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და თელავის სახელმწიფო თეატრში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.