დიმიტრი სამხარაძე BBC-ის სტატიაზე: იდიოტობას გვაბრალებენ

დიმიტრი სამხარაძე BBC-ის სტატიაზე: იდიოტობას გვაბრალებენ
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
სამხარაძის განცხადებით, BBC საქართველოს ხელისუფლებას იდიოტობას აბრალებს.
„ BBC”
ქუთაისში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა, “ნიკულინას” ეძახდნენ. ამ ნიკულინას საცოლე ჰყავდა და ჯარში გაწვევამდე დაქორწინებას თავი ვერ მოაბა. წავიდა ჯარში ნიკულინა და საცოლე გაუთხოვდა. ადრე “სეფა” იშლებოდა და იქ ეწყობოდა ხოლმე ქორწილები! გაიგო ნიკულინამ მისი ყოფილი საცოლის ქორწილის დღე, მისამართიც, გამოიპარა ჯარიდან, მოიპარა “Гавновоз-ი”, მიადგა სეფას და შიგნით, მთელი ნაპორით გაუშვა, რა ქორწილი, ჩაიშალა ყველაფერი! BBC-ის ბჟუტურზე გამახსენდა ეს ისტორია! ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით მუვუშვებდი აკაცუკებს, სრული ნაპორით მეთანხმებით? იდიოტობას გვაბრალებენ და ხალხს მაინც გავახარებდით! თან, BBC ასე არ გაფარჩაკდებოდა და ბიოლოგიურ იარაღს მიაწვებოდა“,– წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა