Bitcoin-ის ფასი 5%-ით დაეცა – რატომ უფასურდება კრიპტოვალუტა?

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. თითქმის 5%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 90 000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.7 ტრილიონის ფარგლებშია.
ამჟამად, ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან. ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, -კომპანიების შეფასება ირაციონალურად მაღალია, ამიტომ უახლოეს მომავალში მკვეთრი ვარდნა გარდაუვალი იქნება, რაც გლობალური ბირჟის განწყობაზე ნეგატიურად აისახება.