ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილის საქმეზე – მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა, თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც

ამ ქმედებით, რომლის მიმართაც ჩვენ თანაზიარობა არ გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა, თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სასოწარკვეთამდე მოქალაქეების მიყვანა მხოლოდ ივანიშვილის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს“.
„ალეკო ელისაშვილი არის პატრიოტი მოქალაქე, ეს კი სასამართლოში მისი გამოსვლითაც დადასტურდა, როცა მან პარტიას ბოდიში მოუხადა, რომელიც დარტყმის ქვეშ დააყენა.
ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია – ჩვენ პროტესტის ამ ფორმას არ ვიზიარებთ. მაგრამ ივანიშვილის მართებს დაფიქრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასოწარკვეთილი მოქალაქე, რომელსაც წლების განმავლობაში ჩაგრავს და სიმართლისა და სამართლის პოვნის საშუალებას, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ აძლევს, მისთვის უფრო საშიშია. სასოწარკვეთამდე მოქალაქეების მიყვანა მხოლოდ ივანიშვილის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.
ამ ქმედებით, რომლის მიმართაც ჩვენ თანაზიარობა არ გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა, თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც. ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ პროტესტს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ხასიათი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება