უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მისი და ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებას აქვეყნებს:
“მოძრაობა ნეიტრალიტეტის”
განცხადება
არაერთმა ადამიანმა მოგვმართა კითხვით, თუ რატომ არ მივიღეთ მონაწილეობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელ ყრილობაში. გვინდა ყველა გულშემატკივარს ავუხსნათ ამის მიზეზი:
როდესაც თითქმის წლინახევრის წინ მოხდა ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეის გარშემო სხვებთან ერთად ჩვენი გაერთიანება, ყველა ვთანხმდებოდით, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის საჭიროება. დღეს დადგა ამ გაერთიანების პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის მომენტი, წარმატებებს ვუსურვებთ მის წევრებს ახლად დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის სახელით პოლიტიკურ ბრძოლაში, ჩვენ კი ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ნეიტრალიტეტი”. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის ბრძოლის დიდი მნიშვნელობის გამო, ამ იდეის ლობირება, მხარდამჭერთა გამრავლება და კონსოლიდაცია ყველა მხრიდან საჭირო და აუცილებელია. სწორედ ამ მიზნისთვის განაგრძობს მოქმედებას “მოძრაობა ნეიტრალიტეტი”.
ნანა კაკაბაძე
გელა ნიკოლაიშვილი”




