რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა 4 ადამიანი და 27 დაშავდა – 2 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხსართულიანი საოფისე შენობა და 49 ავტომობილი დაზიანდა.
დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, ასევე დაზიანდა ოთხი მაღალსართულიანი შენობა, ჩამსხვრეულია 200-ზე მეტი ფანჯარა. ასევე განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება, საქველმოქმედო საწყობი და რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა.
მისივე თქმით, ქალაქში 2 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.