პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს – შალვა პაპუაშვილი შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. „საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.




