პროკრედიტ ბანკის რეგიონული ბიზნესშეხვედრების სერიის ბოლო ღონისძიება წელს ქუთაისში გაიმართება

პროკრედიტ ბანკი აგრძელებს რეგიონული ბიზნესშეხვედრების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას და რეგიონული ეკონომიკის განვითარებას. ბათუმის, ზუგდიდისა და თელავის წარმატებული შეხვედრების შემდეგ, წლევანდელი სერიის ბოლო ღონისძიება ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში (ნიკეას ქ. 19) გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემაა „ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“, რომელიც მოიცავს თანამედროვე ბიზნესტრენდებს, ტექნოლოგიურ განვითარებას, ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების გზებს. კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:
· მდგრადობა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია
· მენეჯმენტის სტრატეგიული როლი ბიზნესის ზრდაში
· ციფრული მარკეტინგის თანამედროვე მიდგომები
· ბიზნესის დაფინანსებისა და მხარდაჭერის პროგრამები
· ქალ მეწარმეთა ეკონომიკური გაძლიერება
ღონისძიება მოიცავს ქინოუთ-სესიებსა და პანელურ დისკუსიებს, სადაც მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, გაიგებენ წარმატებული მეწარმეების გამოცდილებას და შეძლებენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას.
რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ინიცირებით, პროკრედიტ ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, გააძლიეროს მცირე და საშუალო ბიზნესები და შექმნას პლატფორმა, რომელიც ცოდნის გაზიარებასა და თანამშრომლობის ფორმირებას უწყობს ხელს.
თარიღი: 3 დეკემბერი /17:00
ლოკაცია: West Inn Georgia, ქუთაისი
დასწრება თავისუფალია – რეგისტრაცია საჭიროა ბმულზე.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება