„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ (ეუთო) მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის პროცედურა დაასრულა, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მინსკის ჯგუფი მინისტრთა საბჭოს მიერ 2025 წლის 1-ელ სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ეუთო-ს ფინეთის თავმჯდომარეობისადმი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მიმართვის შემდეგ გაუქმდა.
„ყველა საჭირო ადმინისტრაციული პროცედურის დასრულება დახურვის პროცესის დასასრულს აღნიშნავს. ამ პროცესმა განახორციელა ეუთოს 57-ვე მონაწილე სახელმწიფოს 1-ელი სექტემბრის კონსენსუსის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ვაშინგტონში, 2025 წლის 8 აგვისტოს ხელმოწერილი ისტორიული ერთობლივი დეკლარაციის შემდეგ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა, რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. ჯგუფის დაშლას აზერბაიჯანი ითხოვდა, როგორც სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობას.




