კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ის უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით იყო დაკავებული.
Interpressnews.ge-სთან საუბრისას მისმა ადვოკატმა თქვა, რომ სტეფანიანის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება არ იყო, ამასთან, მისი განმარტებით, დაცვის მხარემ სასამართლოს სოლიდური თანხა შესთავაზა. ადვოკატის თქმითვე, სტეფანიანმა ჩვენებაში გარკვეული დეტალები დააზუსტა, მათ შორის, ისაუბრა უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.