კრისტალ ჯგუფის” მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

“კრის­ტალ ჯგუ­ფის” მფლო­ბე­ლი ვლა­დი­მერ სტე­ფა­ნი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ბიზ­ნეს­მენს დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბი­ან.
მისმა ადვოკატმა თა­მარ მერ­ლან­მა ინ­ფორ­მა­ცია დაადას­ტუ­რა და თქვა, რომ და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­ეც­ვა­ლა – სა­პა­ტიმ­რო არა­სა­პა­ტიმ­რო­თი და და­ე­კის­რა გი­რაო. გი­რა­ოს რა­ო­დე­ნო­ბა 2 მლნ ლარია.
ცნო­ბის­თვის, “კრის­ტალ ჯგუ­ფის“ მფლო­ბელს, ვლა­დი­მერ სტე­ფა­ნი­ანს პრო­კუ­რა­ტუ­რა უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბა.
კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ვლა­დი­მერ სტე­ფა­ნი­ა­ნი არ­ღვევ­და რო­გორც დაბა ბა­კუ­რი­ა­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მით დად­გე­ნილ, ისე, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი­დან მი­ღე­ბულ მშე­ნებ­ლო­ბის სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბებს. უკა­ნო­ნოდ აშე­ნე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებს კი ეტა­პობ­რი­ვად ას­ხვი­სებ­და.
“აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, შპს “ბა­კუ­რი­ა­ნი ბიზ­ნეს ჯგუფ­მა“ – 1 894 925 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი­სათ­ვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად, ბრალ­დე­ბულ­მა თან­ხის ნა­წი­ლი შპს “ბა­კუ­რი­ა­ნი ბიზ­ნეს ჯგუ­ფი“-ს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გა­ნა­თავ­სა, ხოლო ნა­წი­ლი პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ი­ტა­ნა, რის შემ­დგო­მაც სა­წარ­მოს, თა­ვი­სი და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ხელ­ზე უძ­რავ/მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა.
და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 192-ე და 194-ე მუხ­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, – აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.