გერმანიის ეკონომიკა რეცესიაშია – ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე გერმანიის ეკონომიკური დაცემის შესახებ გაფრთხილებას იძლევა

გერმანიის ეკონომიკა რეცესიაშია – ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე გერმანიის ეკონომიკური დაცემის შესახებ გაფრთხილებას იძლევა
ენერგორესურსების მაღალი ფასები, გადაჭარბებული ბიუროკრატია და გლობალური დაძაბულობა უზარმაზარ ზეწოლას ახდენს გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, – აცხადებს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე.
როგორც გამოცემა Welt-ი იუწყება, მინისტრი გერმანიის ეკონომიკის დაცემის შესახებ აფრთხილებს და ფართომასშტაბიანი რეფორმებისკენ მოწოდებას აკეთებს. მან ბერლინში საგარეო ვაჭრობის კონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ამჟამინდელი სტრუქტურები კონკურენტუნარიანი აღარ არის. რაიხეს თქმით, გერმანია გლობალური დაძაბულობის ცენტრში აღმოჩნდა.
გამოცემის მიხედვით, მინისტრმა არაერთხელ მიუთითა ფუნდამენტური რეფორმების ჩატარებისკენ, რომლებიც ასევე საჭიროა ევროკავშირის დონეზე. „ევროკავშირმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ძლიერი კონკურენციის მამოძრავებელ ძრავად გადაქცევაზე და საკუთარი თავი მარეგულირებელ დაბრკოლებად აღარ უნდა მიიჩნიოს“, – აღნიშნა მან.
რაიხემ ასევე მიუთითა მთავრობის მიერ საგადასახადო შეღავათების ზომებზე, როგორიცაა ე.წ. ინვესტიციების სტიმული. თუმცა, მანვე დასძინა, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, საკმარისი იქნება თუ არა ეს ნაბიჯები.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა