კომიტეტმა სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

დღეს, 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ს თქმით, სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადებით 27 ოქტომბერს მიმართა.
სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განიხილეს 5 სექტემბერსაც, თუმცა ამ დროს პარლამენტმა საკითხს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვის მიზეზი სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა იყო.