დეკემბერში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, წლიურად გაზრდილია. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები კვლავ მზარდია, თუმცა, ზრდა უფრო სუსტია, ვიდრე წინა სამი თვის განმავლობაში.
2023 წლის დეკემბერში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად, 26%-ით გაიზარდა.
2023 წლის დეკემბერში, „თიბისი ბანკის“ არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლიურად 26% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი საგრძნობლად გაიზარდა და 360 ლარს გაუტოლდა.
2023 წლის დეკემბერში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი რესტორნებსა და კაფეებში, „თიბისი ბანკის“ არხებით, მზარდია და 2022 წელთან შედარებით 34% შეადგინა. ასევე გაიზარდა საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე, რომელიც 29 ლარს უტოლდება.
უნაღდო დანახარჯები გართობაზე, „თიბისი ბანკის“ არხებით, გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 23% შეადგინა.