Forbes: საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი დაარეგისტრირეს

საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, საკვლევი წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსებმა საქართველოში 13,000 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე მეორე ადგილზე გასული ყაზახეთის მაჩვენებელი, სადაც ს მოქალაქეებმა 6,100 კომპანია გახსნეს. მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, ორივე მათგანში რუსებმა 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს.
Forbes დამატებით მონაცემებსაც განიხილავს და წერს, რომ ში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე, საქართველოში რუსებმა 16,000 კომპანია დაარეგისტრირეს. ეს იმ ფონზე, როცა 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეების სახელზე საქართველოში მხოლოდ 7,788 კომპანია დარეგისტრირდა.
როგორც კომპანია Finion-ის დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რუსული კომპანიების საგრძნობი მატება საქართველოში უკავშირდება არსებულ ხელსაყრელ პირობებს.
“არსებობს რამდენიმე მიზეზი, რამაც საქართველოში რუსული კომპანიების რეგისტრირების მასიური ზრდა გამოიწვია: გარდა რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოდინებისა, საქართველოში ბიზნესის რეგისტრირებისთვის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა,” – განმარტავს ვიაჩესლავ კარტამიშევი და ამბობს, რომ საქართველოში ინდმეწარმეს შეუძლია საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 1% გადაიხადოს, გარდა ამისა, ქვეყანაში ბიზნესი არ იხდის დღგ-ის გადასახადს, სანამ მისი ბრუნვა წლიურად 100,000 ლარს არ მიაღწევს.
მისივე თქმით, ხელსაყრელია ის ფაქტიც, რომ რუსებსა და ბელორუსებს საქართველოში ლეგალურად შეუძლიათ საბანკო ანგარიშების გახსნა, მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვისაც.